logo
ENG



თურნავა: ჩემთვის გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი დაგაფინანსებს

24 დეკ 202014:49
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა: ჩემთვის გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი დაგაფინანსებს

"ჩემთვის გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ "არ ეთანხმება ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს".

როგორც თურნავამ აღნიშნა, მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია, თუმცა იმისათვის, რომ "სპეკულაციები" თავიდან ყოფილიყო აცილებული, მმართველმა გუნდმა დამტკიცებამდე საერთაშორისო პარტნიორებს გადაუგზავნა.

"რაც შეეხება პარტიების დაფინანსების კანონპროექტს, ძალიან მარტივი ლოგიკაა, ჩემთვის გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს. კანონპროექტი აბსოლუტურად გამართული იყო სამართლებრივად, მაგრამ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სპეკულაციები, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ - საბოლოო დამტკიცებამდე გადავუგზავნეთ ჩვენს პარტნიორებს, ეუთო/ოდირს, ვენეციის კომისიას, რომ მათაც თავისი მოსაზრება გაგვაცნონ", - განაცხადა თურნავამ.

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, პარტიას, რომელსაც შეუწყდება საპარლამენტო მანდატები ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან 1 წლით შეუჩერდებათ.


close დახურვა